ჰუმუსი ბოსტნეულით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წასახემსებელია. ეს ვერსია არამხოლოდ ფერადი და მშვენიერია, არამედ ძალიან არომატული და გემრიელიცაა.
ჰუმუსი გამომცხვარი ჭარხლით
ფერადი, არომატული, გემრიელი და ჯანსაღი წასახემსებელი.ინგრედიენტები:
- 300 გრამი მუხუდო მოხარშული ან დაკონსერვებული
- 2 ს.კ. ტაჰინი
- 300 გრამი ჭარხალი გამომცხვარი
- 1 ლიმონის წვენი
- 1 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სამზარეულოს კომბაინში და აქციეთ ერთგვაროვან მასად. თუ ჰუმუსი ძალიან სქელია, შეგიძლიათ დუამატოთ 2-3 ს.კ. ადუღებული წყალი, სათითაოდ, სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. გემრიელად მიირთვით!
ავტორი
მედეა ჩუბინიძე
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.

