ეს არის ყველაზე გემრიელი ჰუმუსი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და განსაკუთრებით უხდება სომხური ლავაშის ჩიფსებს.
ჰუმუსის სამშობლო შუა აღმოსავლეთია, თუმცა პოპულარულია მთელს მსოფლიოში.
ჰუმუსი იდეალური არჩევანია ჯანსაღი და ნოყიერი წახემსებისთვის. შეგიძლიათ მიირთვათ საყვარელ ბოსტნეულთან ერთად, გამოიყენოთ სედვიჩებში.
ჰუმუსი ბოსტნეულით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წასახემსებელია. ეს ვერსია არამხოლოდ ფერადი და მშვენიერია, არამედ ძალიან არომატული და გემრიელიცაა.



