ზაფხულის ცხელი ამინდები გვიახლოვდება, დრო, როცა განსაკუთრებულად სასიამოვნოა მსუბუქი და არომატული სალათები. თან ზედმეტ კალორიებსაც ამ პერიოდში განსაკუთრებულად ვერიდებით. დღეს მოგიტანეთ ისეთი სალათი, რომელიც იდეალურია თბილი სეზონისთვის. მომზადება ხომ უმარტივესია, ძალიან არომატული და უგემრიელესი.
სალათის ერთ-ერთი კომპონენტი, ჩემი საყვარელი კომპანიის ? ბონდუელის ? სიმინდია ? . შეგახსენებთ რომ ბონდუელი არის ფრანგული ბრენდი, ??ექსპერტი ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების სფეროში.?? ბონდუელის მიერ წარმოებული ბოსტნეული მინდვრიდან ქილამდე გადის სულ რაღაც 4 საათს ??
??✔️პროდუქტები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია გემრიელი, სასარგებლო და მრავალფეროვანი კერძების სწრაფად მომზადება.????✔️?

ქათმის სალათი

მომზადების სრული დრო 40 წუთი
ულუფა 4

ინგრედიენტები:

  • 2 ქათმის ფილე (მოხარშული ან გრილზე შემწვარი)
  • 1 ავოკადო
  • 1 ჭიქა სიმინდის მარცვლები
  • 150 ბეკონი
  • 4 ცალი მწვანე ხახვი
  • 2-3 ცალი კამა

სოუსისთვის

  • 3 ს.კ. ექსტრა ვირჯინ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ლიმონის წვენი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • ქათმის ფილე დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ დიდ თასში.
  • დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ავოკადო, სიმინდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა.
  • ბეკონის თხელი ნაჭრები შეწვით, გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან რომ დაიწრიტოს, შემდეგ დაჭერით კუბებად და დაუმატეთ სალათს.
  • სოუსის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით სალათს. კარგად ამოურიეთ. მარტივი და უგემრიელესი სალათი მზადაა.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სალათი
თეგები: avocado, chicken, chickensalad
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.