შვრიისა და ბანანის ეს ორცხობილები მზადდება ძალიან მარტივად. გამოდის უგემრიელესი, არომატული, სასიამოვნო სტრუქტურით.
შვრიისა და ბანანის ორცხობილები
ინგრედიენტები:
- 110 გ კარაქი
- 90 გ ყავისფერი შაქარი (წებოვანი, თუ ვერ იშოვით ასეთს, 50 გრამი თეთრი შაქრით ჩაანაცვლეთ)
- 70 გ თეთრი შაქარი
- 1 კვერცხი
- 1 დიდი ბანანი
- 2 გ შაქრიანი ვანილი
- 240 გ ფქვილი
- 180 გ შვრია
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- მწიკვი მარილი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 80 გ შავი შოკოლადი
მომზადება:
მოამზადეთ ყავისფერი კარაქი:
- კარაქი დაჭერით პატარა კუბებად და გაადნეთ და წამოადუღეთ თან პერიოდულაფ ურიეთ, გაიკეთებს ქაფს, განაგრძეთ მორევა, როცა ძირზე ყავისფერ ნალექს გაიკეთებს, მზადაა, გადმოდგით და შეაგრილეთ. (დააკვირდით ვიდეოში საბოლოო შედეგს).
დაჭყლიტეთ ბანანი:
- ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხი, ორივე ტიპის შაქარი და გააერთიანეთ მასა.
შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები:
- ცალკე თასში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, შვრია, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი, მწიკვი მარილი და დარიჩინი, დაუმატეთ სველინი ინგრედიენტები, კარგად გადაურიეთ.
დაუმატეთ შოკოლადი:
- ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი, კვლავ აურიეთ. ცომისგან გააკეთეთ ბურთები (2 ს.კ. ცომით), დაალაგეთ საცხობ ქაღალდ დაფენილ ფორმაზე ერთმანეთისგან 2-3 სმ დაშორებით.
დაასვენეთ და გამოაცხვეთ:
- გამოცხობამდე 40 წუთით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ კი აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით 12-14 წთ
გააგრილეთ და დაასერვირეთ:
- ფორმაზე გააგრილეთ 5 წუთით, შემდეგ კი გადაიტანეთ ცხაურზე და სრულად გააციეთ.გემრიელად მიირთვით!