ეს არის ტირამისუს საუკეთესო ვარიანტი, რაც კი მომიმზადებია. გამოდის სასწაულად გემრიელი.

ტირამისუ

ულუფა 4

ინგრედიენტები:

  • 100 სავოიარდის ჩხირები
  • 150 მასკარპონე
  • 200 ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 50 შაქარი
  • 2 დიდი კვერცხის გული
  • 1 შაქრიანი ვანილი
  • 125 მლ ძლიერი ყავა
  • 1 ჩ.კ. ყავის ლიქიორი
  • 1-2 ჩ.კ. კაკაო

მომზადება: 

  • კვერცხის გულები და შაქარი ერთად ათქვიფეთ, გადაიტანეთ ორთქლის აბაზანაზე 10 წუთით, ურიეთ განუწყვეტლივ. შემდეგ გადმოდგით და შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  • ცივი მასკარპონე ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე, 2-3 ეტაპად შეათქვიფეთ გაგრილებული კვერცხის გულებიანი მასა და ვანილინი.
  • ცალკე თასში ათქვიფეთ ცივი ნაღები კრემოვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი შეურიეთ პირველ მასას სილიკონის ნიჩბით.
  • ყავას დაუმატეთ ლიქიორი.
  • აწყობა - სავოიარდის ნაჭრები ორივე მხრიდან 1 წამით შეახეთ ყავას, მოათავსეთ ჭიქაში, ზემოდან გაანაწილეთ მომზადებული კრემი, გაიმეორეთ იგივე ეტაპები.
  • მოათავსეთ მაცივარში 4 საათით.
  • ბოლოს დააცერით კაკაო და გემრიელად მიირთვით.
კატეგორია: დესერტი
სამზარეულო: იტალიური
თეგები: tiramisu
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.