ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კერძი ზაფხულში.
ზაფხულის ტოლმა (ვარიანტი #2)
ინგრედიენტები:
- 1.5 კგ მწვანე ბულგარული წიწაკა
- 5 სტაფილო
- 4-5 კბილი ნიორი
- 2 ხახვი
- 1 კონა ქინძი
- 1 კონა ოხრახუში
- 1/2 კონა რეჰანი
- 140 გ ბრინჯი
- 3 პომიდორი
- 1 ჩ.კ. მარილი
- გემოვნებით შავი პილპილი
- 1/2 მწვანე წიწაკა
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 400 მლ წყალი
მომზადება:
- პირველ რიგში მოხარშეთ ბრინჯი - აადუღეთ 320 მლ წყალი, დაუმატეთ მარილი და გარეცხილი ბრინჯი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 12 წთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ თავსახურ დაფარებული 5 წთ, შემდეგ კი ჩანგლით ააფუმფულეთ.
- ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ.
- გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, 3-4 წუთში დაუმატეთ სტაფილო, 2-3 წუთში კი ნიორი და მწვანე წიწაკა, კარგად აურიეთ.
- 2 წუთში დაუმატეთ სვანური მარილი და მწვანილი, კარგად ამოურიეთ, მოშუშეთ 2-3 წთ. შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, კარგად ამოურიეთ.
- 2-3 წუთში დაუმატეთ პილპილი და კანგაცლილი დაჭრილი პომიდვრის ნახევარი, კარგად ამოურიეთ. 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
- ბულგარულ წიწაკებს თავი მოაჭერით, ამოაცალეთ თესლი და ამოავსეთ შიგთავსით. ჩაალაგეთ ქვაბში ისე რომ შიგთავსი არ გადმოიყაროს.
- ფრთხილად მოასხით წყალი, დარჩენილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი და დადგით ცეცხლზე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წთ. ბულგარული ფერს რომ შეიცვლის, მზადაა.გემრიელად მიირთვით!