დღეს ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვის, საყვარელი კერძის - სუშის მომზადება მინდა გასწავლოთ.
მთავარი არის ბრინჯის სწორად მომზადება, დანარჩენი ეტაპები კი უმარტივესია. რაღა თქმა უნდა, იდეალური შედეგისთვის კარგ რეცეპტთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინგრედიენტებიც. მოიმარაგეთ პროდუქტები თქვენთვის საყვარელი როლების მოსამზადებლად და შეუდექით მზადებას.
სუშის მომზადება სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
ბრინჯისთვის:
- 1.5 ჭიქა სუშის ბრინჯი (350 გ)
- 1.5 ჭიქა წყალი (370 მლ)
- 62 მლ ბრინჯის ძმარი
- 2 1/3 შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
დამატებითი ინგრედიენტები:
- 7-8 ნორის ფურცელი
- შებოლილი ორაგული
- კრაბის ჩხირები
- კიტრი
- ავოკადო
- სეზამის მარცვლები
- კრემ ყველი
მომზადება:
ბრინჯი:
- სუშის ბრინჯის მომზადების პირველი ეტაპია მისი კარგად გარეცხვა. უნდა გარეცხოთ იმდენჯერ სანამ გამჭვირვალე ფერის წყალი არ გაუვა.
- გარეცხილ ბრინჯს დაასხით იმ რაოდენობის წყალი რომ დაიფაროს და გააჩერეთ ასე 30 წუთით, ეს ეტაპიც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ საბოლოოდ ბრინჯმა მიიღოს სათანადო სტრუქტურა.
- ამასობაში ბრინჯის ძმარი, შაქარი და მარილი მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან ურეით. როგორც კი შაქარი გადნება, გადმოგით ცეცხლიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- 30 წუთის გასვლის შემდეგ, ბრინჯს გადაუწურეთ წყალი, კარგად უნდა გადაწუროთ. შემდეგ დაასხით 1,5 ჩ.ჭ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, დაუწიეთ და ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დრო. ჩემს შემთხვევაში 10 წუთი დასჭირდა
- მოხარშული ბრინჯი გადმოიტანეთ სველ დაფაზე და სილიკონის ნიჩბით ან სველი ხის კოვზით გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, ცხელსვე მოასხით გაციებული ძმრიანი მასა და კოვზის ან სილიკონის ნიჩბის დახმარებით შეურიეთ. კვლავ გაშალეთ მთელ ზედაპირზე ბრინჯი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
როლების მომზადება:
- სპეციალურ ბამბუკის მატიკს "მაკისუს" გადააკარით სამზარეულოს ცელოფანი იმისათვის რომ არ დაგესვაროთ. მაკისუზე ნორს ვათავსებთ პრიალა მხრიდან, ხოლო ხორკლიან მხარეზე ვანაწილებთ ბრინჯს.
- კალიფორნია როლი: მთლიან ნორის ფურცელზე გაანაწილეთ ბრინჯი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ამოაბრუნეთ, პრიალა მხარეს მოათავსეთ კრაბის ჩხირები, კიტრის და ავოკადოს ნაჭრები, გადაახვიეთ ვიდეოში ნაჩვენები ტექნიკით. დაჭერით სასურველ ზომებად.
- ფილადელფია როლი: მთლიან ნორის ფურცელზე გაანაწილეთ ბრინჯი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ამოაბრუნეთ. ნორის პრიალა მხარეს მოათავსეთ კრემ ყველი, შებოლილი ორაგულის ნაჭრები და კიტრი. გადაახვიეთ ვიდეოში ნაჩვენები ტექნიკის მიხედვით. დაჭერით სასურველ ზომებად.
- მაკი: მაკის მოსამზადებლად ნორი გაჭერით შუაზე, ხორკლიან მხარეზე გაანაწილეთ ბრინჯი და მოათავსეთ კიტრი ან ავოკადო ან სასურველი თევზი, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გადაახვიეთ და დაჭერით სასურველ ზომებად. მაკის შემთხვევაში სამზარეულოს ცელოფნის გადაკვრა აღარ დაგჭირდებათ.
როლების დაჭრა:
- მომზადებულ როლს ვჭრით სველი დანით. იმისათვის რომ დაჭრის პროცესი გაგიმარტივდეთ, როლს გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი (იხილეთ ვიდეო).სუში მიირთვით სოიოს სოუსთან ერთად, მე ძალიან მიყვარს ვასაბის პასტასთან ერთად.