სუშის ბრინჯის მომზადების პირველი ეტაპია მისი კარგად გარეცხვა. უნდა გარეცხოთ იმდენჯერ სანამ
გამჭვირვალე ფერის წყალი არ გაუვა.
გარეცხილ ბრინჯს დაასხით იმ რაოდენობის წყალი რომ დაიფაროს და გააჩერეთ ასე 30 წუთით, ეს ეტაპიც
მნიშვნელოვანია იმისთვის რომ საბოლოოდ ბრინჯმა მიიღოს სათანადო სტრუქტურა.
ამასობაში ბრინჯის ძმარი, შაქარი და მარილი მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე,
თან ურეით. როგორც კი შაქარი გადნება, გადმოგით ცეცხლიდან და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე.
30 წუთის გასვლის შემდეგ, ბრინჯს გადაუწურეთ წყალი, კარგად უნდა გადაწუროთ. შემდეგ დაასხით 1,5
ჩ.ჭ. წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, დაუწიეთ და ხარშეთ შეფუთვაზე
მითითებული დრო. ჩემს შემთხვევაში 10 წუთი დასჭირდა
მოხარშული ბრინჯი გადმოიტანეთ სველ დაფაზე და სილიკონის ნიჩბით ან სველი ხის კოვზით
გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, ცხელსვე მოასხით გაციებული ძმრიანი მასა და კოვზის ან სილიკონის
ნიჩბის დახმარებით შეურიეთ. კვლავ გაშალეთ მთელ ზედაპირზე ბრინჯი და გააციეთ ოთახის
ტემპერატურამდე.