ცხელი შოკოლადი რაფინირებული შაქრის გარეშე - რეცეპტი, რომლის შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა.

ფინიკი ზომიერ, სასიამოვნო სიტკბოს ანიჭებს, აქვს ბლანტი ტექსტურა და შოკოლადის არომატი მკვეთრად იგრძნობა.

ცხელი შოკოლადი რაფინირებული შაქრის გარეშე

მომზადების სრული დრო 45 წუთი
ულუფა 2

ინგრედიენტები:

  • 8 მოუხალავი ნუში
  • 4 ფინიკი (უკურკო)
  • 1.5 ჭიქა რძე (370 მლ)
  • 1/2 ჭიქა წყალი (120 მლ)
  • 30 კაკაო
  • 40 შავი შოკოლადი

მომზადება: 

  • ფინიკი და ნუში ½ ჭიქა ცხელ რძეში დაალბეთ 30 წუთით.
  • შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ კაკაო და წყალი და კარგად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში დარჩენილ რძესთან და დაჭრილ შოკოლადთან ერთად. დადგით საშუალოდ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შოკოლადის სრულ გადნობამდე.
  • შემდეგ კი გადმოდგით და დაასერვირეთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სასმელები
თეგები: chocolate, hotchocolate, winterdrinks

Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.