ავოკადოს კრემი ხაჭოთი და კვერცხით მთელმარცვლოვან პურთან ერთად იდეალური არჩევანია როგორც საუზმისთვის, ასევე წასახემსებლად.

მზადდება უმარტივესად. მაცივარში ინახება 4-5 დღე.

ავოკადოს კრემი ხაჭოთი და კვერცხით

მომზადების სრული დრო 15 წუთი

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ავოკადო
  • 2 მაგრად მოხარშული კვერცხი
  • 50 ხაჭო (მე 6%-იანი გამოვიყენე)
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება: 

  • ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჩოპერში ან ბლენდერში და აქციეთ ერთიან, კრემოვან მასად.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Appetizer, Breakfast
თეგები: avocado, boiledeggs
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.