ამ რეცეპტით გამოდის იდეალური პასკები, მძიმე, ნოტიო, არომატული და ძალიან, ძალიან გემრიელი.
ზუსტად მიყევით რეცეპტს და არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის (რძის გარდა).
მძიმე, ნოტიო და არომატული პასკა
ამ რეცეპტით გამოდის 16 ცალი 500 გრამიანი პასკა.
ინგრედიენტები:
- 10 კვერცხი
- 1.5 კგ შაქარი
- 400 გ კარაქი
- 1 ლ რძე
- 300 გ არაჟანი
- 400 გ მაწონი (ან იოგურტი)
- 4 ს.კ. საფუარი
- 200 მლ მცენარეული ზეთი
- 3 კგ ფქვილი (გაცრილი)
- 600 გ ქიშმიში
- 2 ჩ.კ. დაფქული ილი
- 2 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
- 2/3 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 2/3 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 4 გ შაქრიანი ვანილი
- 4 ლიმონის ცედრა
- 2 ფორთოხლის ცედრა
- 100 მლ ბრენდი (ან არაყი)
მომზადება:
სანელებლებისა & ციტრუსის მიქსი:
- სანელებლები და ციტრუსის ცედრა შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ბრენდი, აურიეთ და გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, გააჩერეთ ცომში დამატებამდე (შეგიძლიათ ეს ნაყენი 1-2 კვირით ადრე მოამზადოთ).
მასა #1:
- 200 მლ თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, მოურიეთ, გადააკარით ცელოფანი და გააჩერეთ 10-15 წთ ასაფუებლად.
მასა #2:
- 800 მლ მდუღარე რძეს დაუმატეთ 1 კგ. შაქარი, მარილი და კარაქი, მოურიეთ, შაქარი და კარაქი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
მასა #3:
- კვერცხის გულები და ცილა განაცალკევეთ, გულებს დაუმატეთ დარჩენილი 500 გ. შაქარი, ათქვიფეთ, მიღებულ გოგლიმოგლს შეათქვიფეთ მაწონი და არაჟანი.
ბეზე:
- კვერცხის ცილისგან მოამზადეთ ბეზე, დაუმატეთ ვანილინიც.
- 1-ელი, მე-2 და მე-3 მასები გააერთიანეთ, შემდეგ კი ფრთხილად შეურიეთ ბეზე, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით ასაფუებლად.
- დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ზეთიც და ცომი ზილეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გადააკარით ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 4-6 საათი, მასა უნდა გაორმაგდეს.
- აფუებულ ცომს დაუმატეთ სალენებლების ნაყენი, ქიშმიში (ცოტა ფქვილი გადაურიეთ რომ თანაბრად გადანაწილდეს), კარგად გადაზილეთ. კვლავ დადგით ასაფუებლად 2-3 საათით (მოცულიბაში გაორმაგებამდე).
- ფორმები ცომით შეავსეთ მესამედამდე, მე გამოვიყენე სპეციალური ქაღალდის ფორმები, რომლებსაც არაფრის წასმა არ სჭირდება. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად, მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
- აცხვეთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წთ, პასკების ზომის მიხედვით, ხის ჩხირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.პასკები მინიმუმ 1 დღე მაინც არ გაჭრათ, რამდენიმე დღეში უფრო არომატული, მძიმე და ნოტიო ხდება.გემრიელად მიირთვით!