Go Back

მძიმე, ნოტიო და არომატული პასკა

Total Time 1 day
Servings 16 პასკა
ამ რეცეპტით გამოდის 16 ცალი 500 გრამიანი პასკა.

Ingredients

  • 10 კვერცხი
  • 1.5 კგ შაქარი
  • 400 კარაქი
  • 1 რძე
  • 300 არაჟანი
  • 400 მაწონი (ან იოგურტი)
  • 4 ს.კ. საფუარი
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 3 კგ ფქვილი (გაცრილი)
  • 600 ქიშმიში
  • 2 ჩ.კ. დაფქული ილი
  • 2 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
  • 2/3 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 2/3 ჩ.კ. დაფქული მიხაკი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 4 შაქრიანი ვანილი
  • 4 ლიმონის ცედრა
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 100 მლ ბრენდი (ან არაყი)

Instructions 

სანელებლებისა & ციტრუსის მიქსი:

  • სანელებლები და ციტრუსის ცედრა შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით ბრენდი, აურიეთ და გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, გააჩერეთ ცომში დამატებამდე (შეგიძლიათ ეს ნაყენი 1-2 კვირით ადრე მოამზადოთ).

მასა #1:

  • 200 მლ თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, მოურიეთ, გადააკარით ცელოფანი და გააჩერეთ 10-15 წთ ასაფუებლად.

მასა #2:

  • 800 მლ მდუღარე რძეს დაუმატეთ 1 კგ. შაქარი, მარილი და კარაქი, მოურიეთ, შაქარი და კარაქი ბოლომდე უნდა გაიხსნას.

მასა #3:

  • კვერცხის გულები და ცილა განაცალკევეთ, გულებს დაუმატეთ დარჩენილი 500 გ. შაქარი, ათქვიფეთ, მიღებულ გოგლიმოგლს შეათქვიფეთ მაწონი და არაჟანი.

ბეზე:

  • კვერცხის ცილისგან მოამზადეთ ბეზე, დაუმატეთ ვანილინიც.
  • 1-ელი, მე-2 და მე-3 მასები გააერთიანეთ, შემდეგ კი ფრთხილად შეურიეთ ბეზე, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით ასაფუებლად.
  • დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ზეთიც და ცომი ზილეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გადააკარით ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 4-6 საათი, მასა უნდა გაორმაგდეს.
  • აფუებულ ცომს დაუმატეთ სალენებლების ნაყენი, ქიშმიში (ცოტა ფქვილი გადაურიეთ რომ თანაბრად გადანაწილდეს), კარგად გადაზილეთ. კვლავ დადგით ასაფუებლად 2-3 საათით (მოცულიბაში გაორმაგებამდე).
  • ფორმები ცომით შეავსეთ მესამედამდე, მე გამოვიყენე სპეციალური ქაღალდის ფორმები, რომლებსაც არაფრის წასმა არ სჭირდება. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად, მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
  • აცხვეთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წთ, პასკების ზომის მიხედვით, ხის ჩხირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.
    პასკები მინიმუმ 1 დღე მაინც არ გაჭრათ, რამდენიმე დღეში უფრო არომატული, მძიმე და ნოტიო ხდება.
    გემრიელად მიირთვით!
Course: ცომეული
Keyword: easterbread, paska