ეს არის ყველაზე გემრიელი ჰუმუსი, რაც კი ოდესმე გამისინჯავს და განსაკუთრებით უხდება სომხური ლავაშის ჩიფსებს.

ჰუმუსი პომიდვრის ჩირით ლავაშის ჩიფსებთან ერთად

მომზადების სრული დრო 20 წუთი

ინგრედიენტები:

ჰუმუსისთვის:

  • 450 მოხარშული მუხუდო
  • 8 პომიდვრის ჩირი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/2 ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. ტაჰინი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. ზეთი პომიდვრის ჩირის ქილიდან
  • მდუღარე წყალი

ჩიფსებისთვის:

  • ტორტია/სომხური ლავაში
  • ზეითუნის ზეთი
  • შებოლილი პაპრიკა (ან სასურველი სუნელი)

მომზადება: 

ჰუმუსი:

  • მუხუდო და პომიდვრის ჩირი ერთად დააჩოპერეთ.
  • შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც და აქციეთ ერთიან მასად.
  • ადუღებული წყლის დამატებით მიიყვანეთ სასურველ კონსისტენციამდე.

ჩიფსები:

  • ლავაში დაჭერით სასურველ ფორმებად.
  • მოათავსეთ აეროგრიში, შეასხურეთ ზეთი და მოაყარეთ პაპრიკა.
  • 3-3 წუთი ორივე მხრიდან აცხვეთ air fry რეჟიმზე 170 გრადუსზე. (ასევე შეგიძლიათ აცხოთ ღუმელში).
    ჰუმუსი ლავაშის ჩიფსებით მზადაა, გემრიელად მიირთვით.
კატეგორია: Appetizer, Snack
სამზარეულო: ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტა
თეგები: healthysnack, hummus
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.