90გყავისფერი შაქარი(წებოვანი, თუ ვერ იშოვით ასეთს, 50 გრამი თეთრი შაქრით ჩაანაცვლეთ)
70გთეთრი შაქარი
1კვერცხი
1დიდიბანანი
2გშაქრიანი ვანილი
240გფქვილი
180გშვრია
1ჩ.კ.გამაფხვიერებელი
1/2ჩ.კ.სოდა
მწიკვიმარილი
1ჩ.კ.დარიჩინი
80გ შავი შოკოლადი
Instructions
მოამზადეთ ყავისფერი კარაქი:
კარაქი დაჭერით პატარა კუბებად და გაადნეთ და წამოადუღეთ თან პერიოდულაფ ურიეთ, გაიკეთებს ქაფს, განაგრძეთ მორევა, როცა
ძირზე ყავისფერ ნალექს გაიკეთებს, მზადაა, გადმოდგით და შეაგრილეთ. (დააკვირდით ვიდეოში საბოლოო შედეგს).
დაჭყლიტეთ ბანანი:
ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხი, ორივე ტიპის შაქარი და გააერთიანეთ მასა.
შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები:
ცალკე თასში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, შვრია, სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი, მწიკვი მარილი და დარიჩინი, დაუმატეთ სველინი ინგრედიენტები, კარგად გადაურიეთ.
დაუმატეთ შოკოლადი:
ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი, კვლავ აურიეთ. ცომისგან გააკეთეთ ბურთები (2 ს.კ. ცომით), დაალაგეთ საცხობ ქაღალდ დაფენილ ფორმაზე ერთმანეთისგან 2-3 სმ დაშორებით.
დაასვენეთ და გამოაცხვეთ:
გამოცხობამდე 40 წუთით მოათავსეთ მაცივარში, შემდეგ კი აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით 12-14 წთ
გააგრილეთ და დაასერვირეთ:
ფორმაზე გააგრილეთ 5 წუთით, შემდეგ კი გადაიტანეთ ცხაურზე და სრულად გააციეთ.გემრიელად მიირთვით!