ომლეტის მაფინები
ინგრედიენტები:
- 8 კვერცხი
- 1/2 ჭიქა რძე
- 40 გ გაუდა
- 1 ჭიქა ბონდუელის „მექსიკური სალათა“
- 2-3 ცალი მწვანე ხახვი
- 25-30 გ ისპანახი
- 1/2 ჩ.კ. ორეგანო
- 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
- გემოვნებით მარილი & პილპილი
მომზადება:
- კვერცხი და რძე მოათავსეთ თასში და ათქვიფეთ.
- როგორც კი აქაფდება, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ.
- მაფინების ფორმას წაუსვით ზეთი. ფორმები მომზადებული მასით შეავსეთ ¾-მდე.
- შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთი.გემრიელად მიირთვით!