შავი მოცხარისა და ჟოლოს სამარხვო კექსი
ინგრედიენტები:
- 1 1/3 ჭიქა ჟოლო
- 1/3 ჭიქა შავი მოცხარი
- 1.5 ჭიქა წყალი
- 200 გ შაქარი
- 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 2 2/3 ჭიქა ფქვილი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- 1 ჩ.ჭ. ჟოლო და მოცხარი წყალთან ერთად დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ.
- შაქარი რომ გაიხსნება, დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, მარილი და კვლავ კარგად აურიეთ.
- ჩააცერით ფქვილი და შეურიეთ ხელის სათქვეფით, მიღებულ ცომს დაუმატეთ დარჩენილი 1/2 ჭიქა ჟოლო. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაში (32×21 სმ.).
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 30-35 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, როცა მშრალი ამოვა, მზადაა.გემრიელად მიირთვით!