ენერგიის ბურთულების პირველმა ვარიანტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია ბლოგის მკითხველში, ამიტომ დღეს მისი მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი უნდა გაგიზიაროთ. როგორც ყოველთვის, ახლაც ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ დღევანდელი ვარიანტი ბევრად უფრო გემრიელია, მისი გემო ძალიან გავს გრილიაჟის გემოს. მომზადებას ცოტა მეტი დრო სჭირდება, რადგან ჯერ ყვითელ ბურთულებს ვაკეთებთ, რომლის გულშიც მიწისთხილს ვათავებთ და შემდეგ მათ ვახვევთ შავ ფენაში. თუ სასუსნავები გიყვართ, და ვფიქრობ 95 %-ს მაინც გეყვარებათ, თან გინდათ რომ შაქარს მოერიდოთ, ეს ტკბილი სასუსნავი თქვენთვისაა. 0 შაქარი და არაჩვეულებრივი გემო, სცადეთ.

ენერგიის ბურთულები (ვარიანტი #2 )

მომზადების სრული დრო 1 საათი
Servings 20

ინგრედიენტები:

ყვითელი ნაწილი

  • 3/4 ჭიქა მოხალული მიწისთხილი
  • 1/2 ჭიქა ფინიკი (უკურკო)
  • მწიკვი მარილი
  • 20 ცალი მიწისთხილი

ყავისფერი ფენა

  • 1.5 ჭიქა მოხალული მიწისთხილი
  • 1.5 ჭიქა ფინიკი (უკურკო)
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ჩ.კ. წყალი

მომზადება: 

  • ყვითელი ფენის მოსამზადებლად სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ მიწისთხილი და წვრილად დაფქვით, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ კი დაუმატეთ ფინიკი და მარილი, კვლავ ჩართეთ კომბაინი მაღალ სიჩქარეზე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, წებოვანი მასა.
  • თითოეული ბურთულისთვის აიღეთ 1/2 ს.კ მიღებული მასა, ხელის გულზე გაიბრტყელეთ, შუაში ჩაუდეთ მიწისთხილი და დაამრგვალეთ.
  • ყავისფერი ფენის მოსამზადებლადაც პირველ რიგში მიწისთხილი ჩაყარეთ კომბაინში და ასევე წვრილად დაფქვით, შემდეგ კი დაუმატეთ ფინიკი, კაკაო და მწიკვი მარილი. კვლავ ჩართეთ მაღალ სიჩქარეზე, ბოლოს კი წყალი დაუმატეთ და რამდენიმე წამით კვლავ ჩართეთ კომბაინი.
  • ყავისფერი მასის 1 ს.კ გაიბრტყელეთ ხელის გულზე, მის ცენტრში მოათავსეთ ყვითელი ბურთულა და დაამრგვალეთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: წასახემსებელი
თეგები: energyballs, healthy, healthysnack
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.