პასტა აზიური არომატებით.
პასტა ბოსტნეულით, სოიოს სოუსითა და სეზამის მარცვლებით
ინგრედიენტები:
- 300 გ პასტა
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 2 ცალი სტაფილო
- 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 150 გ ბრიუსელის კომბოსტო
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 3 ს.კ. სოიოს სოუსი
- 1 ჩ.კ. ქინძი
- 3 ს.კ. სეზამის მარცვლები
- გემოვნებით წითელი წიწაკა
- 1/2 ჭიქა წყალი
მომზადება:
- პასტა ადუღებულ, მარილიან წყალში მოხარშეთ, შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და გადადეთ ცალკე.
- ხახვი და ნიორი წვრილად, სტაფილო და ბულგარული კი წვრილ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით, ბრიუსელის კომბოსტოს მოაჭერით მაგარი ნაწილი და გაჭერით სიგრძეზე.
- ღრმა ტაფა გააცხელეთ და დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ, რამდენიმე წუთში დაუმატეთ სტაფილო და ბრიუსელის კომბოსტო. კარგად აურიეთ, გააგრძელეთ შუშვა 3-4 წთ, შემდეგ დაუმატეთ წყალი, დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ მომზადება, როცა წყალი ამოშრება, დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, კვლავ კარგად აურიეთ.
- 2-3 წუთში დაუმატეთ სოიოს სოუსი, მოხარშული პასტა, ქინძის სუნელი, წიწაკა და სეზამის მარცვლები. კარგად აურიეთ და კერძი მზადაა.გემრიელად მიირთვით!
