თქვენთვის ასეთი მარტივი და ამავდროულად საოცარი რეცეპტების გაზიარება განსაკუთრებულად მიყვარს. ეს პური ჩემთვის აღმოჩენაა, უმარტივესად ხომ მზადდება, სჭირდება საფუვრის მინიმალური რაოდენობა, გემო და სურნელი კი ნამდვილად არაჩვეულებრივია. როგორც ვიდეოდანაც ნახავთ, თქვენგან მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს და შედეგად ძალიან მადისაღმძვრელ და უგემრიელეს პურს მიიღებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ საკმაოდ ნოყიერი პურია.
უგემრიელესი პურის რეცეპტი, რომელიც თქვენგან მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა მთელმარცვლოვანი ფქვილი
- 1.5 ჭიქა თბილი წყალი
- 1/4 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება:
- ფქვილი ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ მარილი და საფუარი, ამოურიეთ.
- დაუმატეთ წყალიც და ხის კოვზით აქციეთ ერთიან მასად, ზედმეტი ზელვა არ სჭირდება, მთავარია ერთიანი მასა მიიღოთ. ცომი იქნება წებოვანი და ზედმეტ ფქვილს ნუ დაამატებთ. ცომს გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად 3 საათი.
- აფუებული ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე (სქელ ფენად მოაყარეთ ფქვილი), ცომსაც მოაყარეთ ასევე სქელ ფენად ფქვილი და გადმოუკეცეთ გვერდები, მიეცით გუნდის ფორმა. ზედმეტი ზელვა ამ ეტაპზეც არაა საჭირო. გუნდა გადაიტანეთ წინასწარმომზადებულ ჭურჭელში, რომელშიც საცხობი ქაღალდი უნდა ჩააფინოთ. ამასობაში ჩართეთ ღუმელი და შედგით მასში თავსაფარდაფარებული თუჯის ქვაბი, ღუმლის ტემპერატურამ უნდა მიაღწიონს 230 გრადუსს.
- როგორც კი ღუმლის ტემპერატურა მიაღწევს 230 გრადუსს, გამოიღეთ ქვაბი (ფრთხილად, ხელი არ დაიწვათ, რადგან საკმაოდ ცხელი იქნება), ქვაბის ძირზე მოაყარეთ მცირე რაოდენობით ფქვილი და გადაიტანეთ ცომის გუნდა, გუნდა შეგიძლიათ ზემოდან დასეროთ, დააფარეთ თავსახური და შედგით გამოსაცხობად, პირველი ნახევარი საათი აცხობთ ასე, შემდეგ კი უნდა მოხადოთ თავსახური და განაგრძნოთ ცხობა 10-20 წუთი. დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დაბრაწული გსურთ რომ იყოს პურის ქერქი.
- გამომცხვარი პური რამდენიმე წუთი შეაგრილეთ ქვაბში და შემდეგ გადმოიღეთ.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
თუ არ გაქვთ თუჯის ქვაბი, გამოიყენეთ საცხობი ფორმა და ზემოდან გადააფარეთ ე.წ. ფოლგა.დამატებით დაგჭირდებათ დაახლოებით 2 ს.კ. ფქვილი.