მეგობრებო, როგორც იცით, ახალი კამერა მაქვს და ამ ზაფხულს ბევრ ახალ ვიდეო რეცეპტს გაგიზიარებთ. დღეს ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.

ეს ლიმონათი ძალიან არომატული და გემრიელია, გირჩევთ სცადოთ.

ატმისა და ჟოლოს ლიმონათი

მზადების დრო 20 წუთი
ულუფა 6

ინგრედიენტები:

  • 4 ლიმონი
  • 1/2 ჭიქა ჟოლო
  • 2 დიდი ატამი
  • 1/3 ჭიქა შაქარი
  • 1 წყალი

მომზადება: 

  • გაწურეთ ლიმონი.
  • ატამი თხლად დაჭერით.
  • ატმის ნაჭრები, ჟოლო, შაქარი და ნახევარი ჭიქა წყალი დააბლენდერეთ.
  • დაბლენდერებული მასა გადაწურეთ საწურზე, დაუმატეთ ლიმონის წვენი და დარჩენილი წყალი, კარგად მოურიეთ.
  • ლიმონათი სერვირებამდე რამდენიმე საათით მოათავსეთ მაცივარში.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სასმელები
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.