შქმერული - შემწვარი ქათამი ნივრისა და რძის სოუსში, ქართული სამზარეულოს (კერძოდ რაჭული) ერთ-ერთი გამორჩეული კერძია.

Shkmeruli – fried chicken in milk & garlic sauce
ინგრედიენტები:
- 1 ქათამი პატარა
- 500 მლ რძე
- 8 კბილი ნიორი
- 50 გ კარაქი
- გემოვნებით მარილი
მომზადება:
- გაადნეთ კარაქი გაცხელებულ ტაფაზე, ქათამი კანის მხრიდან მოათავსეთ, შეწვით ორივე მხრიდან, შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
- ადუღეთ რძე იქამდე, სანამ 300 მლ-მდე არ შემცირდება.
- ქათმის ნაჭრები მიჯრით ჩააწყვეთ კეცში ან ტაფაში. რძეს დაუმატეთ ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ და ქათამს მოასხით.
- კეცი/ტაფა შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. როცა ქათამი დაიბრაწება, გამოიღეთ და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.გემრიელად მიირთვით!
