გაადნეთ კარაქი გაცხელებულ ტაფაზე, ქათამი კანის მხრიდან მოათავსეთ, შეწვით ორივე მხრიდან, შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
ადუღეთ რძე იქამდე, სანამ 300 მლ-მდე არ შემცირდება.
ქათმის ნაჭრები მიჯრით ჩააწყვეთ კეცში ან ტაფაში. რძეს დაუმატეთ ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ და ქათამს მოასხით.
კეცი/ტაფა შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. როცა ქათამი დაიბრაწება, გამოიღეთ და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.გემრიელად მიირთვით!