დღეს გიზიარებთ ჭვიშტარის მომზადების უმარტივეს რეცეპტს. გამოდის უგემრიელესი, განსაკუთრებულად უხდება, რაღა თქმა უნდა, ფხალეულს, თუმცა ძალიან კარგია დამოუკიდებლადაც.
ჭვიშტარი სიმინდის მარცვლებითა და შებოლილი სულგუნით
ინგრედიენტები:
- 300 გ სიმინდის ფქვილი
- 280 მლ გაზირებული მინერალური წყალი
- 60 გ სიმინდის მარცვლები
- 140 გ შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნი
- გემოვნებით მარილი
- მცენარეული ზეთი (შესაწვავად)
მომზადება:
- სიმინდის ფქვილს დაუმატეთ მარილი, აურიეთ, დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი.
- დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და გახეხილი სულგუნი, კვლავ კარგად გადაზილეთ.
- მიეცით სასურველი ფორმა, მე მრგვალი უფრო მომწონს, და შეწვით გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე დაბალი.
- შემწვარი ჭვიშტარი გადმოიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან რომ დაიწრიტოს.გემრიელად მიირთვით! 💛