Go Back

ჭვიშტარი სიმინდის მარცვლებითა და შებოლილი სულგუნით

Total Time 30 minutes

Ingredients

  • 300 სიმინდის ფქვილი
  • 280 მლ გაზირებული მინერალური წყალი
  • 60 სიმინდის მარცვლები
  • 140 შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნი
  • გემოვნებით მარილი
  • მცენარეული ზეთი (შესაწვავად)

Instructions 

  • სიმინდის ფქვილს დაუმატეთ მარილი, აურიეთ, დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი.
  • დაუმატეთ სიმინდის მარცვლები და გახეხილი სულგუნი, კვლავ კარგად გადაზილეთ.
  • მიეცით სასურველი ფორმა, მე მრგვალი უფრო მომწონს, და შეწვით გაცხელებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე დაბალი.
  • შემწვარი ჭვიშტარი გადმოიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან რომ დაიწრიტოს.
    გემრიელად მიირთვით! 💛
Course: ცომეული
Cuisine: ქართული
Keyword: chvishtari, cornbread, georgiancornbread, mchadi