გრანოლა იდეალური საუზმეა ჩემთვის, განსაკუთრებით თბილ სეზონზე.

სახლური გრანოლა
სახლში მომზადებული გრანოლა ბერძნული იოგურტით/მაწვნით და ხილით იდეალური საუზმეა.
ინგრედიენტები:
- 400 გრამი შვრია
- 35 გრამი მზესუმზირის თესლი
- 100 გრამი ნიგოზი
- 50 გრამი ქოქოსის ფანტელები
- 50 გრამი ყავისფერი შაქარი
- 60 მლ ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. ტაჰინი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 30 გრამი შტოში ჩირი
- 2 ს.კ. ჩიას თესლი
მომზადება:
- პირველ რიგში შვრია, გოგრის თესლი, საშუალო ზომებად დატეხილი ნიგოზი, მზესუმზირა, ქოქოსის ფანტელი და ყავისფერი შაქარი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ დარიჩინი და კარგად აურიეთ.
- ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი, ტაჰინის პასტა (თუ არ გაქვთ ამოიღეთ ან მიწისთხილის კარაქით ჩაანაცვლეთ) და მარილი, მიღებული მასა მოასხით მშრალ ინგრედიენტებს და ხელით კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ გრანოლა, შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წთ. ყოველ 10 წთ-ში გამოიღეთ, ამოურიეთ და შეაბრუნეთ. ჯამში მოგიწევთ 3-ჯერ გამოღება.
- გამომცხვარი გრანოლა ოდნავ შეაგრილეთ და შემდეგ დაუმატეთ შტოშის ჩირი და ჩიას თესლი, კარგად აურიეთ. გრანოლა მზადაა. დაასერვირეთ მაწონთან/იოგურტთან და ხილთან ერთად.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
გრანოლაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი თხილეული და ჩირეული, ამაში შეზღუდულები არ ხართ.
