სახლში მომზადებული გრანოლა ბერძნული იოგურტით/მაწვნით და ხილით იდეალური საუზმეა.
Ingredients
400გრამიშვრია
35გრამიმზესუმზირის თესლი
100გრამინიგოზი
50გრამიქოქოსის ფანტელები
50გრამიყავისფერი შაქარი
60მლზეითუნის ზეთი
2ს.კ.თაფლი
2ს.კ.ტაჰინი
1/2ჩ.კ.მარილი
1ჩ.კ.დარიჩინი
30გრამიშტოშიჩირი
2ს.კ.ჩიას თესლი
Instructions
პირველ რიგში შვრია, გოგრის თესლი, საშუალო ზომებად დატეხილი ნიგოზი, მზესუმზირა, ქოქოსის ფანტელი და ყავისფერი შაქარი მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ დარიჩინი და კარგად აურიეთ.
ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი, ტაჰინის პასტა (თუ არ გაქვთ ამოიღეთ ან მიწისთხილის კარაქით ჩაანაცვლეთ) და მარილი, მიღებული მასა მოასხით მშრალ ინგრედიენტებს და ხელით კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ გრანოლა, შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წთ. ყოველ 10 წთ-ში გამოიღეთ, ამოურიეთ და შეაბრუნეთ. ჯამში მოგიწევთ 3-ჯერ გამოღება.
გამომცხვარი გრანოლა ოდნავ შეაგრილეთ და შემდეგ დაუმატეთ შტოშის ჩირი და ჩიას თესლი, კარგად აურიეთ. გრანოლა მზადაა. დაასერვირეთ მაწონთან/იოგურტთან და ხილთან ერთად.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
გრანოლაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი თხილეული და ჩირეული, ამაში შეზღუდულები არ ხართ.