ეს არის ძალიან გემრიელი, სამარხვო სოკოს „კუჭმაჭი“ სანელებიანი მჭადის კალათებში. ფაქტობრივად ეს პოსტი 2 ახალ რეცეპტს აერთიანებს. მართალია ახლა მარხვა მთავრდება, მაგრამ აღდგომის მარხვისთვის გამოგადგებათ ან თუ სოკო გიყვართ შეგიძლიათ ახლაც მოამზადოთ.

სოკოს "კუჭმაჭი" მჭადის კალათებში
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხის სოკო
- 250 გ ნიგოზი დაფქული
- 1 ჩ.კ. მშრალი ქინძი
- 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. სვანური მარილი
- გემოვნებით მარილი, შავი და წითელი წიწაკა
- 1/2 კონა ოხრახუში
- 1 ბროწეული
- 3 მიხაკი ნიორი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1-2 ს.კ. წყალი
For mchadi baskets
- 1 კგ სიმინდის ფქვილი
- 100-140 გ სამარხვო კარაქი
- 250 მლ ცხელი წყალი
- 2 მწიკვი სოდა
- 4 ჩ.კ. სვანური მარილი
- 2 ჩ.კ. ორეგანო
- ზეთი ფორმებისთვის
- გემოვნებით მარილი
მომზადება:
- ხის სოკო გაარჩიეთ და მოხარშეთ. გაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად.
- ნიგოზი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი (ჩააჭყლიტეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით), მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა ერთად აურიეთ და ამის შემდეგ დაამატეთ სოკოს.
- მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. მასა უნდა იყოს სველი. ამიტომ თუ საჭიროდ ჩათვლით წყალიც დაუმატეთ.
- მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც და აურიეთ.
- მჭადის ფქვილში აურიეთ ყველა მშრალი ინდგერიენტი, ჩაახეხეთ მარგარინი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ბოლოს დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.
- ტარტალეტკის ფორმებს წაუსვით ზეთი და მჭადის გუნდები გაანაწილეთ. ამოიყვანეთ გვერდებზე. მიეცით თასის ფორმა.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
- ბოლოს მჭადის კალათებში გაანაწილეთ სოკოს "კუჭმაჭი". ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მორთოთ მწვანილით.გემრიელად მიირთვით!
