ჩიზქეიქის წარმოშობა ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ბერძენ ექიმს დაუწერია წიგნი "ჩიზქეიქის მომზადების ხელოვნება". თანამედროვე რეცეპტი პირველად აღმოაჩინეს 1390 წლის ინგლისურ კულინარიულ წიგნში. ჩიზქეიქის მომზადების ორი ვერსია არსებობს - გამომცხვარი შიგთავსით და ცხობის გარეშე. დღეს პირველ ვარიანტს გთავაზობთ.

ხაჭოს ჩიზქეიქი ჟოლოს სოუსით

Servings 12

ინგრედიენტები:

ფხვიერი ფენა

  • 210 ორცხობილა
  • 100 კარაქი გამდნარი

შიგთავსი

  • 750 ხაჭო
  • 300 იოგურტი/მაწონი ჟოლოს არომატით
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 3 კვერცხი
  • 3 ჩ.კ. ფქვილი
  • 2 შაქრიანი ვანილი

Raspberry sauce

  • 1.5 ჭიქა ჟოლო
  • 1.5 ჩ.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 80 მლ წყალი

მომზადება: 

  • ორცხობილები სამზარეულოს კომბაინში დაფქვით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი.
  • სოუსი: ფქვილი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, ბოლოს კი ჟოლო. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული სოუსი გაწურეთ, რათა წვრილი წიპწები მოშორდეს. სოუსი მზადაა.
  • შიგთავსის მოსამზადებლად კომბაინში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, მოასხით სოუსი. ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობა, რომ ასეთი ეფექტი მიიღოთ.
  • აცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით. გააციეთ და ისე მიირთვით.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: basquecheesecake, raspberry
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.