ორცხობილები სამზარეულოს კომბაინში დაფქვით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი.
სოუსი: ფქვილი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში, აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, ბოლოს კი ჟოლო. დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ. ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული სოუსი გაწურეთ, რათა წვრილი წიპწები მოშორდეს. სოუსი მზადაა.
შიგთავსის მოსამზადებლად კომბაინში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, მოასხით სოუსი. ხის წკირით გააკეთეთ წრიული მოძრაობა, რომ ასეთი ეფექტი მიიღოთ.
აცხვეთ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1 საათით. გააციეთ და ისე მიირთვით.გემრიელად მიირთვით!