თუ კვირა საღამოს განტვირთვას და დროის სასიამოვნოდ გატარებას აპირებთ, გირჩევთ ეს ნამცხვარი გამოაცხოთ და მეგობრები დაპატიჟოთ. მოამზადეთ არომატული ჩაი ლიმონით და შეიქმენით მყუდრო გარემო. ნამცხვარი იმდენად მარტივი მოსამზადებელია, რომ მისთვის ცოტა ოდენი დროის დათმობა ნამდვილად ღირს.

ფორთოხლის კექსი

ულუფა 10
კატეგორია: დესერტი
თეგები: basquecheesecake, bundtcake, orangecake

ფორთოხლის კექსი

ულუფა 10

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი დიდი
  • 200 შაქარი
  • 170 კარაქი ოთახის ტემპერატურის
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი
  • 3 ს.კ. რძე
  • 2/3 ჩ.კ. სოდა
  • 150 ფქვილი
  • 2 შაქრიანი ვანილი
  • მარილი მწიკვი
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადება: 

  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
  • სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.
  • დაამატეთ რძე, ფორთოხლის წვენი, ცედრა და ვანილი, კვლავ ათქვიფეთ.
  • ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი.
  • მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას და ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, თუ სილიკონის ფორმას გამოიყენებთ საჭირო არაა.
  • გადაიტანეთ ცომი და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 40-45 წუთი. შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა.
  • ნამცხვარი ფორმაში გააციეთ და შემდეგ გადმოიღეთ.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
თეგები: bundtcake, orangecake, simplecake
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.