კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე.
სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.
დაამატეთ რძე, ფორთოხლის წვენი, ცედრა და ვანილი, კვლავ ათქვიფეთ.
ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი.
მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას და ხელის სათქვეფით შეურიეთ.
საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, თუ სილიკონის ფორმას გამოიყენებთ საჭირო არაა.
გადაიტანეთ ცომი და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 40-45 წუთი. შეამოწმეთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა.
ნამცხვარი ფორმაში გააციეთ და შემდეგ გადმოიღეთ. გემრიელად მიირთვით!