ხის სოკო გაარჩიეთ და მოხარშეთ. გაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად.
ნიგოზი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი (ჩააჭყლიტეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით), მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა ერთად აურიეთ და ამის შემდეგ დაამატეთ სოკოს.
მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. მასა უნდა იყოს სველი. ამიტომ თუ საჭიროდ ჩათვლით წყალიც დაუმატეთ.
მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც და აურიეთ.
Mchadi - Mix all the dry ingredients in the corn flour, rub in the vegan butter, and mix. Finally, pour water and knead the dough.
ტარტალეტკის ფორმებს წაუსვით ზეთი და მჭადის გუნდები გაანაწილეთ. ამოიყვანეთ გვერდებზე. მიეცით თასის ფორმა.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
ბოლოს მჭადის კალათებში გაანაწილეთ სოკოს "კუჭმაჭი". ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მორთოთ მწვანილით.გემრიელად მიირთვით!