შქმერული - შემწვარი ქათამი ნივრისა და რძის სოუსში, ქართული სამზარეულოს (კერძოდ რაჭული) ერთ-ერთი გამორჩეული კერძია.

Shkmeruli – fried chicken in milk & garlic sauce

Servings 6

ინგრედიენტები:

  • 1 ქათამი პატარა
  • 500 მლ რძე
  • 8 კბილი ნიორი
  • 50 კარაქი
  • გემოვნებით მარილი

მომზადება: 

  • გაადნეთ კარაქი გაცხელებულ ტაფაზე, ქათამი კანის მხრიდან მოათავსეთ, შეწვით ორივე მხრიდან, შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
  • ადუღეთ რძე იქამდე, სანამ 300 მლ-მდე არ შემცირდება.
  • ქათმის ნაჭრები მიჯრით ჩააწყვეთ კეცში ან ტაფაში. რძეს დაუმატეთ ქათმის შეწვის შემდეგ დარჩენილი ცხიმი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ და ქათამს მოასხით.
  • კეცი/ტაფა შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. როცა ქათამი დაიბრაწება, გამოიღეთ და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Main Course
სამზარეულო: ქართული
თეგები: chickensalad, georgiancuisine, maindish, shkmeruli
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.