სანგრია ესპანური და პორტუგალიური წარმოშობის ალკოჰოლური სასმელია. მისი ისტორიის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ტრადიციული სანგრია მზადდება შავი ღვინისგან, თუმცა დღეს არაკლასიკურ ვარიანტს, თეთრი ღვინის სანგრიას გთავაზობთ. მომზადება არის ძალიან, ძალიან მარტივი და თქვენგან სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ 10 წუთი. თუმცა ამის შემდეგ მაცივარში რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ, რათა ციტრუსის არომატი კარგად შეერწყას ღვინოს.
სანგრია საზაფხულო სასმელი უფროა, მაგრამ ნებისმიერ სხვა სეზონზეც დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრებს.

თეთრი ღვინის სანგრია
ინგრედიენტები:
- 1.5 ლ თეთრი ღვინო
- 1 ფორთოხალი
- 2 ლიმონი
- 1/3 კონა პიტნა
- 250 მლ ფორთოხლის წვენი (1 ჭიქა)
- 2 ს.კ. შაქარი
- 5 ს.კ. წყალი
მომზადება:
- პირველ რიგში მოამზადეთ შაქრის მარტივი სიროფი, ამისათვის პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება, 1-2 წუთი ადუღეთ, შემდეგ კი გააციეთ.
- კარგად გარეცხილი ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად, მოათავსეთ სასურველ მინის ჭურჭელში, დაამატეთ პიტნის ფოთლები, დაასხით ფორთოხლის წვენი, შაქრის სიროფი და ღვინო. კარგად ამოურიეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით.გემრიელად მიირთვით!
