პირველ რიგში მოამზადეთ შაქრის მარტივი სიროფი, ამისათვის პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე, როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება და სიროფი წამოდუღდება, 1-2 წუთი ადუღეთ, შემდეგ კი გააციეთ.
კარგად გარეცხილი ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად, მოათავსეთ სასურველ მინის ჭურჭელში, დაამატეთ პიტნის ფოთლები, დაასხით ფორთოხლის წვენი, შაქრის სიროფი და ღვინო. კარგად ამოურიეთ და შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით.გემრიელად მიირთვით!