დღეს ცხარე კერძების მოყვარულებისათვის ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს, თუმცა ისეთი გემრიელია, რომ ვისაც მწარე საჭმელები არ უყვართ, მათაც მოეწონაბთ. ფახიტასი მექსიკურ და ამერიკულ სამზარეულოებს მიეკუთვნება, მზადდება როგორც საქონლის, ასევე ქათმის ხორცისგან. ძირითადი ინგრედიენტებია ასევე ხახვი და ბულგარული წიწაკა. დღეს ქათმით მომზადებულ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც საკმაოდ მწარე გამოდის, მაგრამ ნამდვილად უგემრიელესია. თუ ძალიან მწარე კერძებს ვერ ჭამთ, გირჩევთ წიწაკის რაოდენობა თქვენი გემოვნებით, შეამციროთ.

ქათმის ფახიტასი

მომზადების სრული დრო 30 წუთი
ულუფა 6

ინგრედიენტები:

  • 600 ქათმის ფილე
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/4 კონა ქინძი
  • 1.5 ჩ.კ. წითელი წიწაკა
  • 1 ჩ.კ. ორეგანო
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1/2 ლიმონის წვენი

მომზადება: 

  • ქათმის დაჭერით 1 სმ. სისქისა და 5-6 სმ. სიგრძის ნაჭრებად. მოათავსეთ ჯამში.
  • მოაყარეთ 1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკა, ორეგანო, 1/2 ჩ.კ. მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად ამოურიეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
  • ამასობაში ხახვი ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკები კი ჟულიენებად დაჭერით.
  • ტაფაზე დაასხით 1 ს.კ. ზეთი და კარგად გაცხელეთ, მასში მოთუშეთ ხახვი, ბულგარული წიწაკები, 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა და 1/2 ჩ.კ. მარილი, დაახლოებით 4 წუთში, (ოდნავ უნდა დარბილდეს) გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში.
  • ტაფას დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი და დამარინადებული ქათმის ფილე შეწვით, როცა არცერთი მხარე ვარდისფერი არ იქნება, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ბულგარული წიწაკა, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად ამოურიეთ და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სადილი
სამზარეულო: მექსიკური
თეგები: fajitas
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.