უმარტივესი და უგემრიელესი სამარხვო კექსის ვიდეო რეცეპტი მოგიტანეთ. იმდენად მარტივი ინგრედიენტები სჭირდება და მომზადებაც იმდენად სწრაფად ხდება, რომ დარწმუნებული ვარ, თუ ერთხელ ცდით, შემდეგ ძალიან ხშირად მოამზადებთ. კექსი არის ნოტიო, ნაზი და ფაფუკი ტექსტურით, რაც ზეთის დამსახურებაა. თავიდან შეიძლება იფიქროთ რომ ნაკლები ზეთის დამატება აჯობებდა, მაგრამ მეორე დღეს მიხვდებით, რომ ამდენი იყო საჭირო. თუ ძალიან ტკბილი ნამცხვრები გიყვართ, შეგიძლიათ 2 ჩ.ჭ. შაქარი გამოიყენოთ.

ყველაზე გემრიელი სამარხვო კექსი

მომზადების სრული დრო 1 საათი 20 წუთი
ულუფა 12

ინგრედიენტები:

  • 360 ფქვილი
  • 50 კაკაო
  • 340 შაქარი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი
  • 500 მლ წყალი
  • 240 მლ მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი

მომზადება: 

  • ფქვილი და კაკაო ჩაცერით ჯამში, დაუმატეთ შაქარი, მარილი, სოდა და ვანილინი, კარგად აურიეთ.
  • მშრალ ინგრედიენტებს დაუმატეთ ძმარი, წყალი და ზეთი. ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად.
  • ხელის სათქვეფით აქციეთ ერთიან მასად. თუ სილიკონის ფორმას გამოიყენებთ ცომი პირდაპირ ჩაასხით, სხვა შემთხვევაში კი წაუსვით ზეთი.
  • შედგით 150-160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 60-70 წთ. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
  • კექსი აუცილებლად გააციეთ ფორმაში და შემდეგ გადმოიღეთ.
    გაითვალისწინეთ, რომ, თუ სხვანაირ ფორმას გამოიყენებთ, უფრო დიდი დიამეტრისას, ცხობის დრო შემცირდება.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Dessert, vegan
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.