შტრუდელი პოპულარული გახდა მე-18 საუკუნეში. შტრუდელი ავსტრიული სამზარეულოს ნაწილია, თუმცა მას საერთო აქვს ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის სამზარეულოსთან.
შტრუდელს სხვადასხვა ცომით ამზადებენ, დღევანდელ ვარიანტში მოვამზადებთ ფენოვანი ცომით, რომელიც ძალიან უხდება. ამ დესერტისათვის მთავარი შიგთავსია, რომლის ძალიან გემრიელ და არომატულ ვარიანტს გასწავლით დღეს.
თუ არ მარხულობთ, შტრუდელს გამოცხობამდე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

ვაშლის შტრუდელი ფენოვანი ცომით

მომზადების სრული დრო 30 წუთი
Servings 6

ინგრედიენტები:

  • 200 ფენოვანი ცომი
  • 3 ვაშლი
  • 100 შაქარი
  • 60 სამარხვო კარაქი
  • 50 ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 50 ქიშმიში

მომზადება: 

  • შტრუდელის შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით 1-2 სმ. სისქის კუბებად.
  • ტაფაში მოათავსეთ შაქარი, ქიშმიში, ხელით ოდნავ დატეხილი ნიგოზი, ვაშლი და მოაყარეთ დარიჩინი, კარგად ამოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, 2-3 წუთში დაუმატეთ კარაქი და კვლავ ამოურიეთ.
  • როცა ვაშლის ნაჭრები ზომაში დაპატარავდება და სითხეც საკმაოდ შესქელდება მომზადებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწუროს და გაცივდეს.
  • ფენოვანი ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ 3-4 მმ-ის სისქეზე, გაციებული შიგთავსი გაანაწილეთ ცომის შუაში, ისე როგორც ფოტოზეა.
  • გადააფარეთ ჯერ ცომის ერთი მხარე და შეუკეცეთ გვერდები, შემდეგ მეორე მხარე და მოაჭერით გვერდებზე დარჩენილი ზედმეტი ცომი. კიდეები კარგად შეუკარით.
  • გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, ის მხარე სადაც გადააფარეთ გვერდები ქვემოთ მოაქციეთ.
  • შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: დესერტი
სამზარეულო: ავსტრიული
თეგები: apple, dessert, strudel
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.