შტრუდელის შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლი გათალეთ და დაჭერით 1-2 სმ. სისქის კუბებად.
ტაფაში მოათავსეთ შაქარი, ქიშმიში, ხელით ოდნავ დატეხილი ნიგოზი, ვაშლი და მოაყარეთ დარიჩინი, კარგად ამოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ, 2-3 წუთში დაუმატეთ კარაქი და კვლავ ამოურიეთ.
როცა ვაშლის ნაჭრები ზომაში დაპატარავდება და სითხეც საკმაოდ შესქელდება მომზადებული მასა გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწუროს და გაცივდეს.
ფენოვანი ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გააბრტყელეთ 3-4 მმ-ის სისქეზე, გაციებული შიგთავსი გაანაწილეთ ცომის შუაში, ისე როგორც ფოტოზეა.
გადააფარეთ ჯერ ცომის ერთი მხარე და შეუკეცეთ გვერდები, შემდეგ მეორე მხარე და მოაჭერით გვერდებზე დარჩენილი ზედმეტი ცომი. კიდეები კარგად შეუკარით.
გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, ის მხარე სადაც გადააფარეთ გვერდები ქვემოთ მოაქციეთ.
შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი.გემრიელად მიირთვით!