ამ დესერტს ბევრი აღწერა არ სჭირდება, სახელი უკვე ყველაფერს ამბობს – საოცრებაა! ❤️
კექსი არის ნოტიო, ნაზი და ფაფუკი ტექსტურით, რაც ზეთის დამსახურებაა.
ეს ნამცხვარი დაახლოებით 2 თვის წინ მოვამზადე მორჩენილი ინგრედიენტებით. კრემი გამოვიდა უგემრიელესი და ძალიან ჰაეროვანი.
რადგან შედარებით დაბალფასიან კრემ-ყველს მივაგენი, გადავწყვიტე ბევრ რეცეპტში გამომეყენებინა :D მისგან მოვაზადე სენდვიჩები, ტორტი და ტრიუფელები. ყველაფერი უგემრიელესი გამოვიდა. თუ ნუთელა გიყვართ, მაშინ ეს ტრიუფელები ძალიან მოგეწონებათ, რადგან გემოთი ძალიან ჰგავს მას. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. კარგი არჩევანია წვეულებებისა და ფურშეტებისთვის.
ასეთი სიტუაციისთვის ნამდვილად შესაფერისია ეს უმარტივესი და უგემრიელესი ნამცხვარი “მაგ ქეიქი”. მის მოსამზადებლად სულ რაღაც 5 წუთი დაგჭირდებათ.




