ამ დესერტს ბევრი აღწერა არ სჭირდება, სახელი უკვე ყველაფერს ამბობს – საოცრებაა! ❤️
ყავის პანაკოტა შოკოლადის მუსით
ინგრედიენტები:
შოკოლადის მუსი
- 310 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
- 85 გ შავი შოკოლადი
- 1.5 ს.კ. თაფლი
- 1/3 ჭიქა კაკაო
პანა კოტა
- 1/2 ჭიქა რძე
- 2 ჩ.კ. ჟელატინი
- 310 მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1.5 ს.კ. ყავა
- 1 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი (ან ვანილის ექსტრაქტი)
შოკოლადის განაში
- 85 გ შავი შოკოლადი
- 1/2 ჭიქა ნაღები 35% ცხიმიანობის
მომზადება:
- შოკოლადის მუსი: ნაღები, შოკოლადი და თაფლი მოათავსეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ. როგორც კი შოკოლადი გადნება და ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კაკაო და კვლავ კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ სერვირებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით.
- პანაკოტა: ¼ ჭ. რძეს დაუმატეთ ჟელატინი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჟელატინის გაფუებამდე. ამასობაში ნაღები, ყავისფერი შაქარი, დარჩენილი ¼ ჭ. რძე, ყავა და ვანილი მოათავსეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი, კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაანაწილეთ შოკოლადის მუსზე. კვლავ მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
- შოკოლადის განაში: ნაღები გააცხელეთ, მასში ჩაადნეთ დაჭრილი შოკოლადი და კარგად მოურიეთ. განაში მოასხით მომზადებულ დესერტს.გემრიელად მიირთვით!