პანაკოტა: ¼ ჭ. რძეს დაუმატეთ ჟელატინი, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ჟელატინის გაფუებამდე. ამასობაში ნაღები, ყავისფერი შაქარი, დარჩენილი ¼ ჭ. რძე, ყავა და ვანილი მოათავსეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ გაფუებული ჟელატინი, კარგად აურიეთ. მიღებული მასა გაანაწილეთ შოკოლადის მუსზე. კვლავ მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.