კვერცხი სიგრძეზე გაჭერით, ფრთხილად ამოაცალეთ გული და მოათავსეთ პატარა თასში.
ჩანგლის დახმარებით დააქუცმაცეთ კვერცხის გულები. შემდეგ კი დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ლორი, გახეხილი გაუდა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კიტრის მწნილი, მაიონეზი, დიჟონის მდოგვი და პილპილი. კარგად აურიეთ.
კვერცხის ცილა ამოავსეთ მიღებული შიგთავსით. ბოლოს შეგიძლიათ მოაყაროთ პაპრიკაც გემოვნებით.გემრიელად მიირთვით!
გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.