უგემრიელესი და უმარტივესად მოსამზადებელი წვნიანის რეცეპტი მოგიტანეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.

ქათმის სუპი ბოსტნეულით
ინგრედიენტები:
- 1 ქილა ბონდუელის „მექსიკური მიქსი“
- 1 ხახვი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 კარტოფილი
- 1 ს.კ. ფქვილი
- 1 ლ წყალი
- 400 გ დაჭრილი პომიდორი
- 2 ქათმის ფილე (მოხარშული)
- 1/2 ჩ.კ. ბაზილიკი
- 1/2 ჩ.კ. ორეგანო
- 1/2 კონა ოხრახუში
მომზადება:
- გაცხელებულ ზეთდასხმულ ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი 3 წუთით.
- დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ამოურიეთ. 3-4 წუთში დაუმატეთ ფქვილი და კვლავ კარგად ამოურიეთ.
- დაუმატეთ წყალი, პომიდორი და სანელებლები. ადუღეთ 12 წუთი ან იქამდე სანამ კარტოფილი არ დარბილდება.
- ბოლოს დაუმატეთ ქათმის ხორცი, აუდეთ 3 წუთი, დაუმატეთ ბონდუელის „მექსიკური მიქსი“ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ადუღეთ 1 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
- გემოვნებით დაუმატეთ მარილი & პილპილი.გემრიელად მიირთვით!
