Burrito belongs to Mexican cuisine, it is a well-known shawarma-like dish. Its main ingredients are meat and beans wrapped in a tortilla (we will use lavash). They also add different vegetables, cheese, guacamole, or avocado… Since today we are making a fasting/vegan version, of course, we will not use meat and cheese, but as a result, we will still get a delicious burrito.

ვეგანური/სამარხვო ბურიტო
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ტორტია ან სომხური ლავაში
- 2/3 ჭიქა ლობიო
- 1/2 ჭიქა ბრინჯი
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1/3 თავი წითელი ხახვი
- 1 მწვანე წიწაკა
- გემოვნებით სიმინდის მარცვლები
- გემოვნებით სალათის ფურცლები
- გემოვნებით ავოკადო ან გუაკამოლე
მომზადება:
- ბრინჯი მოხარშეთ, ლობიოც ჩვეულებრივ მოხარშეთ. (როცა ადუღდება წყალი გადაღვარეთ და ახალ წყალში მოხარშეთ).
- მოხარშული ლობიო 1 ს.კ. ნახარშ წვენთან ერთად ჩანგლით კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ ბრინჯი, ცოტა მარილი და აურიეთ.
- სომხური ლავაში შუაზე გადაკეცეთ, მის ცენტრში გაანაწილეთ ბრინჯისა და ლობიოს მასა, ისე რომ კიდეებზე 3-4 ს.მ. დარჩეს თავისუფალი. ზემოთ გაანაწილეთ გუაკამოლე ან ავოკადოს ნაჭრები, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, სიმინდი, სალათის ფოთლები (ხელით დანაწევრბული), რგოლებად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ჟულიენებად (გრძელ და წვრილ ნაჭრებად დაჭრილი) დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. გვერდები გადმოაფარეთ, შემდეგ ზედა ნაწილი და გადაახვიეთ.
- გაცხელებულ ტაფაში მოათავსეთ თითოეულ მხარეზე 3-5 წთ.გემრიელად მიირთვით!
რჩევები
გირჩევთ, ლობიო წინა საღამოს დაალბოთ, რათა სწრაფად მოიხარშოს.
