უგემრიელესი და ყველაზე მარტივად მოსამზადებელი დესერტი.

ბასკური ჩიზქეიქი

მზადების დრო 10 წუთი
მზადების დრო 50 წუთი
Resting Time 4 საათი
მომზადების სრული დრო 5 საათი
Servings 8
უგემრიელესი და ყველაზე მარტივად მოსამზადებელი დესერტი

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი კრემ ყველი
  • 300 გრამი ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 4 დიდი კვერცხი
  • 200 გრამი შაქარი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 30 გრამი ფქვილი

მომზადება: 

  • ღუმელი გააცხელეთ 230 გრადუსამდე.
  • კრემ ყველი ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარიც, უნდა მიიღოთ კრემოვანი მასა.
  • შემდეგ დაუმატეთ მარილი, ვანილი და კვერცხი სათითაოდ, ერთი სრულად რომ შეერევა მასას, მომდევნოს შემდგომ ვამატებთ.
  • წვრილნაკადად შეათქვიფეთ ნაღები, ბოლოს კი ჩააცერით ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ.
  • 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი ისე რომ გვერდებზეც გადმოვიდეს (იხ. ვიდეო), ჩაასხით ცომი.
  • შედგით 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და დაუწიეთ ტემპერატურას 210 გრადუსამდე.
  • აცხვეთ 40-50 წთ ზედა-ქვედა წვით. დრო დამოკიდებულია ღუმელზე. ჩიზქეიქი მზადაა როცა ზემოდან სასიამოვნო ყავისფერს მიიღებს, ფორმის შერხევისას კი შუაგული კვლავ “თანთალაა”.
  • გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი დაასვენეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.
    გემრიელად მიირთვით!

Video

კატეგორია: დესერტი
სამზარეულო: ესპანური
თეგები: basquecheesecake, burntcheesecake, cake, cheesecake, dessert
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.