დღეს ძალიან მარტივი, მსუბუქი, ჯანსაღი და გემრიელი სუპის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. არის დაბალკალორიული და სამარხვო. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეო რეცეპტები, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი.

ყაბაყის კრემ-სუპი ავოკადოთი და პიტნით

მომზადების სრული დრო 30 წუთი
ულუფა 6

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ყაბაყი
  • 1/2 ავოკადო
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. პიტნა წვრილად დაჭრილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 850 მლ წყალი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი

მომზადება: 

  • ხახვი და ნიორი წვრილად, ყაბაყი და ავოკადო კუბებად დაჭერით.
  • ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და ნიორი და მოშუშეთ 5 წთ. შემდეგ კი დაუმატეთ ყაბაყი და განაგრძეთ შუშვა 10 წთ.
  • დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დაჭრილი ავოკადო და პიტნა, მარილი და პილპილი გემოვნებით.
  • ეს ყველაფერი დააბლენდერეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ.
  • მიირთვით თბილი ნივრიან კრუტონებთან ერთად.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: სუპი
თეგები: soup, vegan, zucchini
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.