ღუმელი გააცხელეთ 230 გრადუსამდე.
კრემ ყველი ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარიც, უნდა მიიღოთ კრემოვანი მასა.
შემდეგ დაუმატეთ მარილი, ვანილი და კვერცხი სათითაოდ, ერთი სრულად რომ შეერევა მასას, მომდევნოს შემდგომ ვამატებთ.
წვრილნაკადად შეათქვიფეთ ნაღები, ბოლოს კი ჩააცერით ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ.
20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი ისე რომ გვერდებზეც გადმოვიდეს (იხ. ვიდეო), ჩაასხით ცომი.
შედგით 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და დაუწიეთ ტემპერატურას 210 გრადუსამდე.
აცხვეთ 40-50 წთ ზედა-ქვედა წვით. დრო დამოკიდებულია ღუმელზე. ჩიზქეიქი მზადაა როცა ზემოდან სასიამოვნო ყავისფერს მიიღებს, ფორმის შერხევისას კი შუაგული კვლავ “თანთალაა”.
გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ კი დაასვენეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით, უმჯობესია მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით!