Burrito belongs to Mexican cuisine, it is a well-known shawarma-like dish. Its main ingredients are meat and beans wrapped in a tortilla (we will use lavash). They also add different vegetables, cheese, guacamole, or avocado… Since today we are making a fasting/vegan version, of course, we will not use meat and cheese, but as a result, we will still get a delicious burrito.

ვეგანური/სამარხვო ბურიტო

მომზადების სრული დრო 1 საათი
Servings 4

ინგრედიენტები:

  • 2 ცალი ტორტია ან სომხური ლავაში
  • 2/3 ჭიქა ლობიო
  • 1/2 ჭიქა ბრინჯი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1/3 თავი წითელი ხახვი
  • 1 მწვანე წიწაკა
  • გემოვნებით სიმინდის მარცვლები
  • გემოვნებით სალათის ფურცლები
  • გემოვნებით ავოკადო ან გუაკამოლე

მომზადება: 

  • ბრინჯი მოხარშეთ, ლობიოც ჩვეულებრივ მოხარშეთ. (როცა ადუღდება წყალი გადაღვარეთ და ახალ წყალში მოხარშეთ).
  • მოხარშული ლობიო 1 ს.კ. ნახარშ წვენთან ერთად ჩანგლით კარგად ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ ბრინჯი, ცოტა მარილი და აურიეთ.
  • სომხური ლავაში შუაზე გადაკეცეთ, მის ცენტრში გაანაწილეთ ბრინჯისა და ლობიოს მასა, ისე რომ კიდეებზე 3-4 ს.მ. დარჩეს თავისუფალი. ზემოთ გაანაწილეთ გუაკამოლე ან ავოკადოს ნაჭრები, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, სიმინდი, სალათის ფოთლები (ხელით დანაწევრბული), რგოლებად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ჟულიენებად (გრძელ და წვრილ ნაჭრებად დაჭრილი) დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. გვერდები გადმოაფარეთ, შემდეგ ზედა ნაწილი და გადაახვიეთ.
  • გაცხელებულ ტაფაში მოათავსეთ თითოეულ მხარეზე 3-5 წთ.
    გემრიელად მიირთვით!

რჩევები

გირჩევთ, ლობიო წინა საღამოს დაალბოთ, რათა სწრაფად მოიხარშოს.
კატეგორია: ლანჩი
სამზარეულო: მექსიკური
თეგები: burrito, mexican
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.