მეგობრებო, ისევ ხანგრძლივი პაუზა მქონდა ახალი რეცეპტების მხრივ ბლოგზე, სემესტის ბოლო იყო და ახლა გამოცდები დამეწყო უნივერსიტეტში და შესაბამისად დრო არ მქონდა, თუმცა ახლა 2 ძალიან კარგი ამბავი მინდა გითხრათ და მჯერა, რომ ჩემი ბლოგის ერთგულ მკითხველებს გაგიხარდებათ. 1) დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და მაქვს ახალი, ძალიან კარგი კამერა, რომელიც საშუალებას მომცემს ბევრად გავაუმჯობესო ბლოგზე ფოტოებისა და ვიდეოების ხარისხი. 2) ივლისიდან კვირაში 2 ახალ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ, აუცილებლად! ყოველ თვე მექნება გარკვეული თემა, მაგალითად "ბერძნული სამზარეულო" და ვიდეო და ტექსტობრივი რეცეპტებიც ამ თემის შესაბამისი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ ეს სიახლეები და ბლოგის მკითხველთა რიცხვი გაიზრდება.

ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, არის ძალიან მარტივი, ჯანსაღი, უგემრიელესი და, რაც ამ პერიოდში საკმაოდ აქტუალურია, სამარხვო.

ყვითელი ბარდისა და ბოსტნეულის პიურე (ბერძნული ფავა)

მომზადების სრული დრო 1 საათი
Servings 10

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ყვითელი ბარდა
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. ძირა
  • 1/2 ჩ.კ. პაპრიკა
  • 1/2 ჩ.კ. ქონდარი
  • გემოვნებით მარილი & პილპილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ლიმონი
  • 2.5 ჭიქა წყალი

მომზადება: 

  • პირველ რიგში ბარდა კარგად გარეცხეთ, გამჭვირვალე წყალი უნდა გაუვიდეს. შემდეგ დაასხით წყალი, ისე რომ 3-4 სმ-ით ფარავდეს და დადგით მთელი ღამე, რათა შემდეგ სწრაფად მოიხარშოს.მეორე დღეს გადაუწურეთ წყალი.
  • ხახვი და ნიორი წვრილად, გათლილი სტაფილო კი კუბიკებად დაჭერით.
  • ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, დაუმატეთ ხახვი და სტაფილო, 5 წუთი მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ნიორი, ყვითელი ბარდა, სუნელები, მარილი და პილპილი,კარგად ამოურიეთ და 3-4 წუთი კვლავ ასე გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ წყალი, შაქარი და წამოადუღეთ, როცა ადუღდება დაუწიეთ ცეცხლს და ადურეთ იქამდე, სანამ ბარდა კარგად არ მოიხარშება. თუ წყალი დაიშრო, ცოტა დაამატეთ.
  • ბოლოს დააბლენდერეთ, შეგიძლიათ კვლავ დაამატოთ წყალი სასურველი სისქის მისაღებად. მოაწურეთ ლიმონი სერვირების შემდეგ, ასევე შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთი.
    გემრიელად მიირთვით!
კატეგორია: Appetizer, vegan
სამზარეულო: ბერძნული
Avatar
ავტორი

გამარჯობა, მე ვარ მედეა, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი და მოყვარული კულინარი. ამ საიტზე ვაზიარებ ყველაფერს, რაც მიყვარს - გემრიელ რეცეპტებს, მოგზაურობის რეკომენდაციებსა და სტატიებს ჯანსაღ კვებაზე.